სერვისები
დაკარგული, დაზიანებული და დაგვიანებული ბარგი
-
ბარგზე პასუხისმგებლობის შეზღუდვა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ MYWAY AIRLINES არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი მალფუჭებადი საქონლის დაკარგვაზე, დაზიანებასა და მიწოდების დაგვიანებაზე, არც იმ დაზიანებაზე, რომელიც მიადგება ან გამოწვეული იქნება მსხვრევადი ნივთებით, სითხეებით ან მალფუჭებადი საქონლით; წამლების, ორთოპედიული აპარატების (დამხმარე ქირურგიული ნივთები), ფულის, სამკაულების, ვერცხლეულობის, შეთანხმებითი დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, სამსახურებრივი/პირადი დოკუმენტების, სპირტიანი სასმელების, წიგნების/ხელნაწერების, სათვალეების, გასაღების, პუბლიკაციების, პროექტების, ნახატების/ხელოვნების ნიმუშების, ხმის რეპროდუქციის აღჭურვილობის, ბიზნესნიმუშების, სამხატვრო ნივთების, ჩაუნაცვლებელი ნივთების, ფოტოების, ბიზნეს-აღჭურვილობის, ბუნებრივი პროდუქციის, ანტიკვარული ნივთების, საგვარეულო საგნების, საკოლექციო ნივთების, ძვირფასი ლითონის/ქვის, ფოტოგრაფიული/აუდიო/ვიდეო აპარატურისა და მათთან დაკავშირებული ნივთების, კომპიუტერული მოწყობილობის/პროგრამული უზრუნველყოფის, ელექტრონული კომპონენტების/აღჭურვილობისა და სხვა მსგავსი ძვირფასეულობის ან კომერციული საკუთრების დაკარგვაზე, დაზიანებასა და დაგვიანებაზე.
შენიშვნა: მნიშვნელოვანია, რომ შეინახოთ ჩვენთვის გამოგზავნილი ყველა დოკუმენტის ასლი, ამ ფორმის მიღება არ გულისხმობს პასუხისმგებლობის აღიარებას. პასუხისმგებლობა დაკარგულ ან დაზიანებულ რეგისტრირებულ ბარგზე შეზღუდულია საერთაშორისო საჰაერო მგზავრობის შესაბამისი მარეგულირებელი კონვენციით, თუ წინასწარ არ არის გაცხადებული მაღალი ღირებულების შესახებ და გადახდილია ზედმეტი ღირებულების გადასახადი. პასუხისმგებლობა სათანადო კომპენსაციაზე, რომელიც რეგულირდება შესაბამისი კონვენციით, ექვემდებარება ვარშავისა და მონრეალის კონვენციებს და MYWAY AIRLINES-ის გადაზიდვის პირობებს. -
რეგისტრირებულ ბარგზე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შეტყობინება
გვინდა დაგარწმუნოთ, რომ MYWAY AIRLINES იყენებს ყველანაირ შესაძლებლობას იმისათვის, რომ იზრუნოს თქვენს რეგისტრირებულ ბარგზე. თუმცა, ტრანსპორტირებისა და ნორმალურ პირობებში დამუშავების დროს, შეუძლებელია, იმ ცალკეული უმნიშვნელო დაზიანებების თავიდან აცილება, რომლებიც წარმოიქმნება ისეთი მიზეზებით, რომლებიც არ ექვემდებარება ჩვენს კონტროლს. თქვენი ბარგის დასაცავად, გთავაზობთ, გამოყენებულ იქნეს დამცავი ფენა ან სათანადო საზიდი. გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ MYWAY AIRLINES არ არის პასუხისმგებელი ქვემოთ მოცემულ იმ უმნიშვნელო დაზიანებებსა და ბარგის ასიმეტრიულობაზე, რომელიც აღემატება ჩვენს კონტროლს:
-
ჩემოდნის მცირე დაზიანება
- დამატებითი სახელურების ან საკეტების უმნიშვნელო დაზიანებები;
- მცირე ჩაზნექილობა ჩარჩოზე ან გარსზე;
- ბარგის ელვაშესაკრავის ან უსაფრთხოების ღვედის უმნიშვნელო დაზიანება;
- ბარგის დაბინძურება ლატენტური ნივთებით.
-
ასიმეტრიული ბარგი
- ზედმეტი მოცულობის ან ზედმეტად შეფუთული მძიმე წონის ბარგი;
- არასაკმარისი შეფუთვიდან გამომდინარე ბარგის შიგთავსის დაზიანება;
- ბარგში არსებული მყიფე ან მალფუჭებადი ნივთები;
- ძვირფასეულობა და მნიშვნელოვანი პირადი ნივთები რეგისტრირებულ ბარგში.
-
-
რეგისტრირებული ბარგი
-
დაზიანება
MYWAY AIRLINES პასუხისმგებელია ბარგის შესაბამისი აღდგენის ან ჩანაცვლების ხარჯებზე. კომპენსაციის გადახდა მოხდება აღდგენის ხარჯების (ქვითარი) დადასტურების შემდეგ.
- ბარგის აღდგენის მინიმალური კომპენსაცია – 20 აშშ დოლარი
- ბარგის აღდგენის მაქსიმალური კომპენსაცია – 50 აშშ დოლარი
იმ შემთხვევაში, თუ აღდგენის ხარჯები აღემატება 50 აშშ დოლარს, მოხდება ჩანთის ჩანაცვლება:
თუ აღმოჩნდა, რომ თქვენი ბარგი დაზიანებულია, გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ გაიარეთ შემდეგი პროცედურები:- შეამოწმეთ შკალაზე ჩანთის წონა;
- ჩანთას ამოწმებს MYWAY AIRLINES -ის ან მენარდე კომპანიის წარმომადგენელი;
- შეავსეთ ბარგის მოთხოვნის ფორმა და, რაც შეიძლება სწრაფად, მიაწოდეთ ის MYWAY AIRLINES-ის კლიენტებთან ურთიერთობის ან MYWAY AIRLINES-ის ნებისმიერ საბარგო მომსახურების ოფისს ქვემოთ მოცემულ დოკუმენტებთან ერთად:
- საკუთრების დაზიანების ანგარიში (PIR);
- თქვენი ბილეთის სამგზავრო კუპონი/ქვითარი ან ელექტრონული ბილეთის მარშრუტის გეგმა/ქვითარი;
- ჩასაჯდომი საშვი;
- ბარგის საიდენტიფიკაციო ეტიკეტი;
- ზედმეტი ბარგის გადახდის ქვითარი, არსებობის შემთხვევაში
- პასპორტის ასლი.
შენიშვნა: თუ გამგზავრების ადგილსამყოფელიდან დაზიანებისთვის გაიცა შეზღუდული პასუხისმგებლობის ეტიკეტი, MYWAY AIRLINES უარს ამბობს პასუხისმგებლობაზე. მოთხოვნის საფუძველზე, დაზიანებული ბარგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემოწმებისათვის.
გაფრთხილებთ, რომ MYWAY AIRLINES არ არის პასუხისმგებელი იმ დაზიანებულ ნივთებზე, რომლებიც მოხსენიებულია შემდეგ თავებში - ბარგზე პასუხისმგებლობის შეზღუდვა, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.
თუ თქვენ ჩამოსვლიდან 7 დღის განმავლობაში ვერ შეძლებთ შეგროვებული დოკუმენტების წარმოდგენას, ეს საკითხი ჩაითვლება დახურულად. -
დაგვიანებული/დაკარგული ბარგი
თუ შვიდი დღის შემდეგ თქვენი ბარგი კვლავ დაკარგულად ითვლება, ჩვენ შესავსებად გამოგიგზავნით „ბარგის მოთხოვნის ფორმას“. წარუმატებელი ძიების შემთხვევაში აღნიშნული ფორმა ჩაითვლება, როგორც თქვენი განცხადება ანაზღაურების მოთხოვნაზე. ეს ფორმა დაგვეხმარება თქვენი ბარგის ადგილმდებარეობის განსაზღვრასა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი კომპენსაციის მიღებაში. გთხოვთ, შეავსოთ და, რაც შეიძლება სწრაფად, წარმოუდგინოთ ფორმა Myway Airlines-ს ქვემოთ მოცემული დოკუმენტების ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი მოთხოვნის დამუშავებაზე:
- საკუთრების დაზიანების ანგარიში (PIR);
- თქვენი ბილეთის სამგზავრო კუპონი/ქვითარი ან ელექტრონული ბილეთის მარშრუტის გეგმა/ქვითარი;
- ბარგის საიდენტიფიკაციო ეტიკეტი;
- ზედმეტი ბარგის გადახდის ქვითარი, არსებობის შემთხვევაში;
- ექსპერტის ანგარიში დაზიანების ან დაკარგული საკუთრების ღირებულების შესახებ, არსებობის შემთხვევაში;
- ხელწერილი, რომელიც ადასტურებს იმ ნივთების ღირებულებას, რომლებიც მგზავრს ჰქონდა თავის ბარგში (არსებობის შემთხვევაში);
- პასპორტის ასლი.
თუ წინასწარ არ იქნება მითითებული მაღალი ღირებულების შესახებ და მოხდება ზედმეტი ღირებულების გადასახადის გადახდა, პასუხისმგებლობა დაკარგულ ან დაზიანებულ რეგისტრირებულ ბარგზე შეიზღუდება საერთაშორისო საჰაერო მგზავრობის მარეგულირებელი შესაბამისი კონვენციით. პასუხისმგებლობა სათანადო კომპენსაციაზე, რომელიც რეგულირდება შესაბამისი კონვენციით, ექვემდებარება ვარშავისა (20 აშშ დოლარი კილოგრამზე) და მონრეალის კონვენციებს.
ყველა დოკუმენტის შეგროვების შემდეგ, გთხოვთ, გადასცეთ ისინი MYWAY AIRLINES -ის კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურს ან შეგიძლიათ, ისინი გადასცეთ MYWAY AIRLINES-ის ნებისმიერ საბარგო მომსახურების ოფისს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებთ შეგროვებული დოკუმენტების წარმოდგენას ჩასვლიდან 21 დღის განმავლობაში, ჩვენ მივიჩნევთ, რომ თქვენ სხვა საშუალებით მიიღეთ თქვენი საკუთრება და ეს საკითხი ჩაითვლება დახურულად.
-
-
ხელბარგი
MYWAY AIRLINES პასუხს არ აგებს ნებისმიერ დანაკარგზე ან დაზიანებაზე, რომელიც მიადგება ხელბარგს (დაურეგისტრირებელი), თუ ის არ არის გამოწვეული ჩვენი დაუდევრობით. ასეთ შემთხვევაში, ბარგზე პასუხისმგებლობა შეზღუდულია საერთაშორისო საჰაერო მგზავრობის მარეგულირებელი შესაბამისი კონვენციით. პასუხისმგებლობა სათანადო კომპენსაციაზე, რომელიც რეგულირდება შესაბამისი კონვენციით, ექვემდებარება ვარშავისა (20 აშშ დოლარი კილოგრამზე) და მონრეალის კონვენციებს.
აღმოაჩინეთ ჩვენი საუკეთესო შეთავაზებები !
გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი და გაიგე პირველმა ჩვენი სპეციალური შემოთავაზებების შესახებ!
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები, გთხოვთ შეამოწმოთ ელ-ფოსტა და დაგვიდასტუროთ გამოწერა