MYWAY AIRLINES

სერვისები

კომპანიის შესახებ

MYWAY AIRLINES თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული, სრული მომსახურების მქონე ქართული ავიაკომპანიაა.

ავიაკომპანიას ექსპლუატანტის სერთიფიკატი  (AOC) და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა (OL). 2018 წლის დასაწყისში მიენიჭა. ამჟამად ავიაკომპანია რეაგულარულ ფრენებთან ერთად, ჩარტერულ რეისებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

ავიაკომპანიის ავიაპარკი Boeing-737-800  ტიპის ორი თვითმფრინავით არის წარმოდგენილი. თითოეულ ხომალდი 8 ბიზნეს კლასის და 162 ეკონომ კლასის ადგილით არის  აღჭურვილი. 

Myway Airlines-ის ავიაპარკის შემადგენლობაშია Boeing 737-700 ტიპის სატვირთო ხომალდიც, რომელსაც 20.5 ტონის და 138 კუბმეტრის მუცულობის ტვირთის 5 000 კმ მანძილზე ტრანსპორტირება შეუძლია.

Myway Airlines მომხმარებელს საქართველოდან ევროპის, შუა აღმოსავლეთის და დსთ-ს მიმართულებით უსაფრთხო და კომფორტულ ფრენას სთავაზობს.

ამ დროისათვის, ავიახაზებში დასაქმებულია 150 თანამშრომელი. მარშრუტების ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.

გონივრული და ხელმისაწვდომი ფასები; მეგობრული და მოქნილი მომსახურება;

მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა,  ეთიკური და სამართლიანი ბიზნესსაქმიანობა -

 - ეს Myway Airlines ოთხი უმთავრესი პრინციპია.

X