MYWAY AIRLINES

სერვისები

შშმ პირის გადაყვანა

Myway Airlines ცდილობს უზრუნველყოს ხარისხიანი მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებისათვის, რომლებიც საჭიროებენ ეტლით მომსახურებას.
გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, ავიაკომპანიას ბილეთის დაჯავშნამდე მიაწოდოთ ინფორმაცია მგზავრობის შესახებ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრების დაშვება შეიძლება რამდენიმე ფაქტორზე იყოს დამოკიდებული (მგზავრის მდგომარეობა; შეზღუდვა თვითმფრინავის მიხედვით; სპეციალური აღჭურვილობის საჭიროება და ა.შ.).

დაჯავშნის მოთხოვნა უნდა გაკეთდეს გამგზავრებამდე 72 საათით ადრე და გამგზავრებამდე არა უგვიანეს 24 საათისა.

დაჯავშნისას, აუცილებელია მგზავრმა ავიაკომპანიას შეატყობინოს ეტლის საჭიროების შესახებ. საკუთარი ეტლის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია მიაწოდოთ ინფორმაცია მისი ზომის, წონის და ტიპის შესახებ - ხელით სამართავი თუ ელემენტით აღჭურვილი. იმ შემთხვევაში, თუ ეტლი აღჭურვილია ელემენტით, გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი ინფორმაცია: მოდელის ნომერი, სათანადო სატრანსპორტო დასახელება ან ეტლის მოდელის დასახელება/ნომერი. დასაშვები დატვირთვიდან გამომდინარე, ეტლების რაოდენობა შეიძლება, შეზღუდული იყოს ცალკეული ტიპის თვითმფრინავებზე, რაც კონტროლდება შეზღუდული მობილობის მქონე მგზავრების რაოდენობის რეზერვაციის საშუალებით.

ნებისმიერ პირად ეტლზე, რომელიც აჭარბებს შესაბამის პარამეტრებს, წესდება ზედმეტი ბარგის გადასახადი.

ეტლი უნდა იყოს სახელით დაშტამპული.

თუ მგზავრობისას ეტლი საჭიროება არ დგას, ის დარეგისტრირებული უნდა იქნას, როგორც ბარგი.

ეტლის ტიპები
  • WCMP - ხელით სამართავი ეტლი
  • WCBD - ელექტრონული მშრალ ელემენტიანი ეტლი
  • WCBW - ელექტრონული თხევად ელექტროლიტიან ელემენტიანი ეტლი
ეტლის კატეგორია 
  • WCHR – ბაქანი ეტლისთვის - მგზავრი საჭიროებს ეტლს მხოლოდ იმისათვის, რომ დაფაროს უფრო გრძელი მანძილი; შეუძლია, დამოუკიდებლად კიბეზე ასვლა.
  • WCHS – საფეხურები ეტლისთვის - მგზავრს არ შეუძლია კიბეებზე ასვლა, მაგრამ შეუძლია ფეხით მოკლე მანძილის გავლა.
  • WCHC – ეტლის სალონის კომპლექტი - მგზავრი მუდმივად საჭიროებს ეტლს, არ შეუძლია სალონში გადაადგილება სხვა პირის დახმარების გარეშე - მას ყოველთვის თან აქვს საკუთარი ეტლი.
X