MYWAY AIRLINES

სერვისები

ბავშვი თანმხლები პირის გარეშე

არასრულწლოვანი თანმხლების გარეშე - მომსახურება, რომელიც განკუთვნილია 5 დან-16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

მგზავრი ვალდებულია, ბილეთის დაჯავშნისას ავიაკომპანიას მიაწოდოს ინფორმაცია დამატებითი მომსახურების თაობაზე.

მშობლებსა და მეურვეებს დასჭირდებათ:

  • დაჯავშნონ ფრენა და მოაწესრიგონ ყველა საჭირო სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი, ვიზა დანიშნულების ქვეყნისათვის საჭიროების შემთხვევაში, სამოგზაურო დაზღვევა, ნოტარიულად დამოწმებული MWA მინდობილობა, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც ორივე მშობელი უფლებას აძლევს არასრულწლოვანს, დატოვოს ქვეყანა);
  • მიაწოდონ სრული ინფორმაცია გამცილებელი და დამხვედრი პირების შესახებ;
  • შეავსონ სპეციალური ფორმა;
  • მეთვალყურეობის ღირებულებასთან ერთად, გადაიხადონ მგზავრობის საფასური, თითოეულ ბავშვზე;
  • აუცილებელი მოთხოვნაა პიროვნება, რომელიც ბავშვს ტოვებს, აეროპორტში დარჩეს რეისის გაფრენამდე.
  • პიროვნება, რომელიც, განაცხადის ფორმის მიხედვით, ბავშვს დახვდება, აეროპორტში უნდა იყოს რეისის ჩამოფრენისას, მას თან უნდა ჰქონდეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ფოტოს.

ბავშვი …

  • სარეგისტრაციო მაგიდასთან მიიღებს პატარა სამგზავრო ჩანთას (UM ჩანთა) ყველა აუცილებელი დოკუმენტისთვის და იქნება ავიაკომპანიის მეურვეობის ქვეშ;
  • ავიაკომპანიის პერსონალი მიაცილებს ბავშვს თვითმფრინავამდე და ჩააბარებს მას თვითმფრინავის ეკიპაჟს;
  • მთელი ფრენის განმავლობაში ბავშვი, იქნება ავიაკომპანიის გამცილებლების მეურვეობის ქვეშ;
  • გამგზავრების აეროპორტში ბავშვს დახვდება ავიაკომპანიის პერსონალი და გადასცემენ მითითებულ პირს, როგორც ეს აღნიშნულია სპეციალურ ფორმაში.
X