MYWAY AIRLINES

სერვისები

საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები

კოვიდვაქცინით უცხოელთა შემოსვლა საქართველოში  

უცხო ქვეყნის ვაქცინირებული მოქალაქეები, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას, საქართველოში საჰაერო გზით შემოდიან შემდეგი პირობებით:

 ► უნდა წარადგინოს ერთერთი:

  • ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბოლო 100 დღის პერიოდში Covid-ინფექციის გადატანის (დადასტურებული დადებითი PCR-ტესტი) და ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა, ამასთან აცრიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 14 დღე.

 X  არ საჭიროებს PCR ტესტის წარდგენას

 არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას

PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. 

 უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის ვალდებულებისგან.

უცხოელთა შემოსვლა საქართველოში კოვიდვაქცინის გარეშე

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის უფლება აქვს მხოლოდ ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს.

  1. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
  2. ისრაელის სახელმწიფო
  3. თურქეთის რესპუბლიკა
  4. შვეიცარიის კონფედერაცია
  5. ნორვეგიის სამეფო
  6. ამერიკის შეერთებული შტატები
  7. კანადა
  8. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
  9. საუდის არაბეთის სამეფო
  10. კატარის სახელმწიფო
  11. ქუვეითის სახელმწიფო
  12. არაბთა გაერთიანებული საამიროები
  13. ბაჰრეინის სამეფო
  14. სომხეთის რესპუბლიკა
  15. აზერბაიჯანის რესპუბლიკა
  16. უკრაინა
  17. მოლდოვის რესპუბლიკა
  18. ყაზახეთის რესპუბლიკა
  19. რუსეთის ფედერაცია
  20. ბელარუსის რესპუბლიკა
  21. უზბეკეთის რესპუბლიკა
  22. ტაჯიკეთის რესპუბლიკა
  23. ყირგიზეთის რესპუბლიკა
  24. თურქმენეთი
  25. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
  26. იაპონია
  27. კორეის რესპუბლიკა
  28. ომანის სასულთნო
  29. სან-მარინოს რესპუბლიკა
  30. მონაკოს სამთავრო
  31. სერბეთის რესპუბლიკა
  32. ისლანდიის რესპუბლიკა
  33. ლიხტენშტაინის სამთავრო
  34. მონტენეგრო
  35. ანდორის სამთავრო
  36. ალბანეთის რესპუბლიკა
  37. ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
  38. ბოსნია და ჰერცეგოვინა
  39. იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო
  40. ერაყის რესპუბლიკა
  41. ლიბანის რესპუბლიკა

საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

 

  • საქართველოში უნდა გამოემგზავრონ ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით; 
  • სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის  დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით; 
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სავალდებულოა სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსება, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ; 
  • PCR ტესტის პასუხი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე.  
  • უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.

ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება:

 

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;
  • საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
  • ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა. შ.);
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
  • პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
  • საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
  • ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
  • საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: https://mfa.gov.ge/News/1-li-tebervlidan-saqartvelos-da-uckho-qveynis-moqa.aspx?CatID=5&lang=ka-GE

ასევე, იხილეთ:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/249 
  • ინფორმაცია საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით მომავალი უცხოელი ვიზიტორებისთვის: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/225
  • ინფორმაცია "იმუშავე საქართველოდან" პროექტთან დაკავშირებით: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/194

წყარო:საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

X