MYWAY AIRLINES

სერვისები

სახელმძღვანელო უსაფრთხო მოგზაურობისთვის

შეაჩერე ვირუსის გავრცელება - გახადე მოგზაურობა უსაფრთხო

ზოგადი მითითებები:

  • გამოიყენეთ სახის დამცავი ნიღაბი. პირბადის ტარებისას დაიცავით მისი სწორად მოხმარებისა და გადაგდების წესები. გამოცვალეთ ნიღაბი ყოველ 4 საათში ერთხელ;
  • დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (2 მეტრი);
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ან გამოიყენეთ სპირტის შემცვლელი ხსნარი;
  • ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
  • მოერიდეთ სხვა ადამიანებთან და სხვადასხვა სახის ზედაპირებთან კონტაქტს;
  • იყავით კეთილგანწყობილი ერთმანეთის მიმართ - ეს ერთადერთი გზაა, რთული პერიოდის დასაძლევად;

აეროპორტში გამგზავრებამდე:

  • თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, დარჩით სახლში და გადადეთ მოგზაურობა, დარწმუნდით;
  • რომ გაქვთ საკმარისი რაოდენობის ნიღაბი, უსაფრთხო მგზავრობისთვის;
  • დროულად გამოცხადდით აეროპორტში, გაითვალისწინეთ, რომ გაფრენამდე მნიშვნელოვანი ფორმალობების გავლა მოგიწევთ, რასაც თავის მხრივ გარკვეული დრო დასჭირდება;

აეროპორტში:

  • ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მიმართეთ რეგისტრატურის თანამშრომელს, ისინი მზად არიან, დაგეხმარონ;
  • იყავით მზად თერმული სკრინინგისთვის აეროპორტში;
  • გაითვალისწინეთ უსაფრთხო დისტანციის მანიშნებელი სტიკერები;
  • შეძლებისდაგვარად შეამცირეთ აეროპორტში, სხვადასხვა ობიექტების გამოყენება;
  • აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მგზავრები საჰაერო ხომალდზე დამცავი ნიღბების გარეშე არ დაიშვებიან;

საჰაერო ხომალდზე:

  • შეუძლოდ ყოფნის შეთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ბორტგამცილებელს, ისინი მზად არიან გაგიწიონ დახმარება;
  • გთხოვთ თვალი მიადევნოთ, ფრენის უსაფრთხოების წესებს, რომლებსაც ჩვენი ბორტგამცილებლები გაგაცნობენ;
  • გაეცანით, თვითმფრინავის სავარძლის ჯიბეში, განთავსებულ ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციების ბარათს და დაიცავით მასში აღწერილი მითითებები;
  • შეძლებისდაგვარად შეამცირეთ, ინდივიდუალური ჰაერის მიმწოდებელი აპარატის გამოყენება;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფიზიკური კონტაქტის მაქსიმალურად შემცირების მიზნით, დროებით აიკრძალა მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა;
  • პირბადის ტარება სავალდებულოა ყველა რეისზე, მგზავრობის მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში;
  • გთხოვთ განთავსდით თქვენთვის განკუთვნილ ადგილზე დაუშვებელია ადგილის შეცვლა საკუთარი ნებით;

საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები

სომხეთის საზღვრის კვეთის რეგულაციები

ისრაელის საზღვრის კვეთის რეგულაციები

 

 

X