MYWAY AIRLINES

სერვისები

მგზავრობა ჩვილთან ერთად

მცირეწლოვანი არის 2 წლის ასაკს ქვემოთ მყოფი არასრულწლოვანი, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 2 წელი.  

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს მგზავრობის დროს უსრულდება 2 წელი, ბილეთი გაცემული უნდა იყოს ბავშვის შესაბამისი სამგზავრო საფასურის მიხედვით, მთელი მგზავრობისათვის. 

გარდა სამედიცინო შემთხვევებისა, მცირეწლოვანი არ დაიშვება დაბადებიდან პირველი 7 დღის განმავლობაში.

მხოლოდ ერთი მცირეწლოვანი 18 წელს გადაცილებულ თანმხლებ პირზე (16, თუ ერთი ოჯახიდან არიან).

გადაყვანილ მცირეწლოვანთა მაქსიმალური რაოდენობა რეგულირდება მცირეწლოვანთა ფლოტაციის აღჭურვილობის, მცირეწლოვანთა ღვედებისა და ხელმისაწვდომი ჟანგბადის ბალონების რაოდენობის მიხედვით.

ბოინგ 737 ტიპის თვითმფრინავზე მცირეწლოვანთა მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა არის 10.

მცირეწლოვანს არ აქვს ცალკე სამგზავრო ადგილი.

შენიშვნა: მცირეწლოვანი არ უნდა მოთავსდეს საავარიო გასასვლელის რიგში.


პირადი საბავშვო კალათი (მგზავრის კუთვნილი)

  • გამოყენება ნებადართულია, როდესაც ნიშანი „შეიკარით ღვედი“ გამორთულია;
  • ზომები არ უნდა აღემატებოდეს თვითმფრინავის საბავშვო სკამებს/კალათებს;
  • თითოეული სალონის პირველ რიგში, ყოველთვის უნდა განთავსდეს იატაკზე;
  • პირადი საბავშვო კალათის ტრანსპორტირება უფასოა.

წესი: რეგისტრაციისას მგზავრებისთვის რეკომენდირებულია გამოიყენონ „თვითმფრინავში მიტანის“ პროცედურა და მოათავსონ კალათი საბარგო განყოფილებაში, სადაც ეს შესაძლებელია. 

მცირეწლოვანთა მანქანის ტიპის სავარძელი

  • არ უნდა იქნას გამოყენებული აფრენისა და დაშვებისას;
  • მცირეწლოვნის სავარძელი აღჭურვილი უნდა იყოს მხრისთვის განკუთვნილი ღვედებით;
  • მცირეწლოვნის სავარძლის ქვედა ნაწილი არ უნდა აჭარბებდეს 40სმ/15.7 დიუმს, იმისათვის, რომ განთავსდეს ყველა სალონის სავარძელზე;
  • კონსტრუქცია უსაფრთხოდ უნდა ებმებოდეს სალონის სავარძელს და ხელი არ უნდა შეუშალოს წინა სავარძლის რეგულირებას;
  • მანქანის ტიპის სავარძელი არ უნდა განთავსდეს საავარიო გასასვლელის რიგში და იმ რიგში, რომელიც მდებარეობს გასასვლელი რიგის წინ ან უკან;
  • მანქანის ტიპის საბავშვო სავარძლის ტრანსპორტირება უფასოა.
საბავშვო ეტლი
  • შეიძლება თვითმფრინავის შესასვლელში ატანა;
  • რეგისტრაციისას უნდა მოხდეს მისი მონიშვნა;
  • უნდა მოთავსდეს საბარგო განყოფილებაში ეტიკეტით „თვითმფრინავში მიწოდება“;
  • საბავშვო ეტლის ტრანსპორტირება უფასოა.
X