MYWAY AIRLINES

სერვისები

მგზავრობა ცხოველებთან ერთად

ცხოველები სალონში

სალონში მყოფი ცხოველები არიან:

  • შინაური ცხოველები, როგორიც არის ძაღლი და კატა;
  • გამძღოლი ცხოველები
  • სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები

მათი გადაყვანა ხდება სამგზავრო სალონით.

ზოგადი დაშვების რეგულაციები

ცხოველების კაბინით გადაყვანა ექვემდებარება:

  • სამთავრობო რეგულაციებს ცოცხალი ცხოველების შემოყვანის, გაყვანისა და ტრანზიტის შესახებ (დამატებითი ინფორმაციისათვის, მიმართეთ TIM/TIMATIC-ს).
პასუხისმგებლობა

MYWAY AIRLINES უარს ამბობს პასუხისმგებლობაზე ცხოველის ჯანმრთელობის გაურესებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გაფრენამდე, გაფრენის დროს ან გაფრენის შემდეგ.

დოკუმენტაცია

მგზავრმა უნდა წარმოადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, როგორიც არის გაყვანის/შემოყვანის/სატრანზიტო ნებართვები, ჯანმრთელობის/ვაქცინაციის ცნობები და სხვა.
MYWAY AIRLINES-ს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ უარყოფილი იქნება ცხოველის ქვეყანაში შესვლა ან ტრანზიტი ქვეყნის გავლით.

დაშვების პირობები

შესაძლებელია მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ცხოველების დაშვება:

  • ცხოველი უნდა იყოს ჯანმრთელი, სუფთა, უსაფრთხო და არ უნდა იყოს მაკედ;
  • არ უნდა აღიზიანებდეს მგზავრებს;
  • წინასწარ უნდა იყოს რეგისტრირებული;
  • მთელი ფრენის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს გალიაში (გამძღოლი ცხოველების გარდა);
  • თუ ცხოველი იმყოფება რბილ ჩანთაში, ჩანთა ფრენის დროს შესაძლებელია იყოს ნაწილობრივ ღია და ცხოველს შებმული უნდა ჰქონდეს ღვედი.
  • იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებულია ერთზე მეტი ცხოველი, ცხოველებს შორის დაშორება უნდა იყოს მინიმუმ 5 რიგი, თუმცა გამონაკლისია შემთხვევა როდესაც ერთზე მეტი ცხოველი ეკუთვნის ერთი და იგივე მგზავრს, იმ პირობით, რომ ცხოველები თავსებადი იქნებიან.

კონტეინერი:

  • კონტეინერი არ უნდა მოთავსდეს სავარძელზე;
  • მაქსიმალური წონა, კონტეინერის ჩათვლით, არის 8 კგ.
  • კონტეინერი არ უნდა აჭარბებდეს 55 X 40 X 25 სმ-ს.
  • მეთაურს აქვს საბოლოო უფლებამოსილება, უარი თქვას ტრანსპორტირებაზე, თუ ბორტი საფრთხეში იქნება.
რაოდენობის შეზღუდვა
  • თვითმფრინავის შესაბამისად, დასაშვებია მხოლოდ ორი ცხოველი .
  • 1 კონტეინერი მგზავრზე. თუმცა, დასაშვებია 2 ან მეტი ცხოველი იმავე კონტეინერში, იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავსებადები იქნებიან.
  • 1 კონტეინერი სალონის განყოფილების მიხედვით (მაგ: სივრცე, გამოყოფილი ფიზიკური განცალკევებით, მაგ: დაფით, ფარდით, ტიხრით), თუმცა შესაძლებელია იმავე რიგში დაშვება, თუ ერთზე მეტი ცხოველი ეკუთვნის იმავე მგზავრს/პირს, იმ პირობით, რომ ცხოველები თავსებადები იქნებიან.
გადასახადები

უფასო ბარგის დაშვებაში არასოდეს შედის ცხოველისა და კონტეინერის წონა. სტანდარტული ჭარბი ბარგის გადასახადი ვრცელდება საერთო წონაზე.

X