MYWAY AIRLINES

სერვისები

ცხოველების გადაყვანა

საბარგო განყოფილებაში მყოფი ცხოველები არიან:

ისეთი შინაური ცხოველები, როგორიც არის ძაღლი ან კატა.

MYWAY AIRLINES უშვებს მხოლოდ ძაღლებსა და კატებს, როგორც რეგისტრირებულ ბარგს, თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში.  

შენიშვნა: უჩვეულო ზომის შინაური ცხოველები, გარეული ცხოველები და მღრღნელები გადაყვანილი უნდა იქნას, როგორც ტვირთი.

ზოგადი დაშვების რეგულაციები  

ცხოველების გადაყვანა საბარგო განყოფილებით ექვემდებარება:

მოთხოვნებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია IATA ცოცხალი ცხოველების რეგულაციებში (LAR);

სამთავრობო რეგულაციებს ცოცხალი ცხოველების შემოყვანის, გაყვანისა და ტრანზიტის შესახებ (დამატებითი ინფორმაციისათვის, მიმართეთ TIM/TIMATIC-ს).

შენიშვნა: ცხოველების ევროკავშირის ქვეყნებში ტრანსპორტირების შემთხვევაში, დაცული უნდა იქნეს ევროპარლამენტის რეგულაციები.

პასუხისმგებლობა

MYWAY AIRLINES უარს ამბობს პასუხისმგებლობაზე ცხოველის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გაფრენამდე, გაფრენის დროს ან გაფრენის შემდეგ.

დოკუმენტაცია

მგზავრმა უნდა წარმოადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, როგორიც არის გაყვანის/შემოყვანის/სატრანზიტო ნებართვები, ჯანმრთელობის/ვაქცინაციის ცნობები და სხვა.

MYWAY AIRLINES-ს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ უარყოფილი იქნება ცხოველის ქვეყანაში შესვლა ან ტრანზიტი ქვეყნის გავლით.

დაშვების პირობები

შესაძლებელია მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ცხოველების დაშვება. ცხოველი უნდა იყოს ჯანმრთელი, სუფთა, უსაფრთხო, სუნის გარეშე.

მაკე ცხოველი არ დაიშვება საჰაერო ტრანსპორტირებისათვის.

მგზავრს შეუძლია დაარეგისტრიროს მაქსიმუმ სამი ცხოველი. ერთი ცხოველი ერთ გალიაში. თუ ასაკი არის 6 თვეზე ნაკლები, შესაძლებელია ორი ცხოველის მოთავსება ერთ გალიაში. 4 თვეზე ნაკლები ცხოველების გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ დედასთან ერთად იმავე გალიაში. 

ცხოველის გადაყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ ისეთი კონტეინერით, რომელიც აკმაყოფილებს LAR-ის მოთხოვნებს.

კონტეინერი უნდა იყოს:

  • მყარი პლასტმასის გალია, მეტალის კარით, რომელიც შესაფერისია საჰაერო მგზავრობისათვის;
  • სუფთა, ჰერმეტული, ცხოველისთვის შეუძლებელი უნდა იყოს კონტეინერიდან გაქცევა;
  • ჰაერგამტარი სამი მხრიდან;
  • გლუვი და მრგვალი კიდეებით, რათა არ მიაყენოს დაზიანება თავად ცხოველს;

ის ცხოველს უნდა აძლევდეს ბუნებრივად ფეხზე წამოდგომის, მობრუნებისა და დაწოლის საშუალებას. გალიაში უნდა იყოს განცალკევებული წყლისა და საჭმლის წერტილები, რომლებთან წვდომაც გარედან შესავსებად შესაძლებელი იქნება. მათ უნდა ჰქონდეს მრგვალი კიდეები და დამზადებული უნდა იყოს არატოქსიკური მასალისაგან. გალიას ძირზე უნდა ჰქონდეს შთანმთქმელი მასალა, მაგალითად, გაზეთი/პლედი. თივა აკრძალულია. გალიის კარი უნდა იყოს კარგად ჩაკეტილი. დიდ გალიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი უსაფრთხო კარის შესაკრავი. MYWAY AIRLINES-მა შეიძლება უარი თქვას ტრანსპორტირებაზე, თუ არ დაკმაყოფილდება ზემოთ ხსენებული მოთხოვნები. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოქმედი დოკუმენტაცია - ინგლისურად - მიმაგრებული უნდა იყოს გალიაზე კონვერტით.

შენიშვნა: რბილ გვერდებიანი „ცხოველის ჩანთა“ ხელსაყრელი არ არის ცხოველის საბარგო განყოფილებით ტრანსპორტირებისათვის.  

ავიაკომპანია არ უზრუნველყოფს ცხოველებს კონტეინერებით, გთხოვთ იქონიეთ საკუთარი.

 

X