სერვისები
სასამართლომ Myway Airlines -ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
14, დეკემბერი, 2021
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილი იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ბრძანების მოქმედების შეჩერება, დაკმაყოფილდა. ავიაკომპანია ფრენების განახლებას უახლოეს ხანებში შეძლებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვალერიანე ფილიშვილის განჩინებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება, ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ, შეჩერებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსამართლემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.
ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი გასულ კვირას, გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან მეორე დღესვე, 2021 წლის 9 დეკემბერს შეიტანა. კანონმდებლობით გათვალისწინებული წილთა გადანაწილების თანაფარდობა „მაივეი ეარლაინსის“ ბენეფიციარ მესაკუთრეთა შორის, რომელზეც საავიაციო ხელისუფლება ავიასაწარმოს ედავება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე გამოსწორდა.
აღმოაჩინეთ ჩვენი საუკეთესო შეთავაზებები !
გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი და გაიგე პირველმა ჩვენი სპეციალური შემოთავაზებების შესახებ!
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები, გთხოვთ შეამოწმოთ ელ-ფოსტა და დაგვიდასტუროთ გამოწერა