MYWAY AIRLINES

სერვისები

Myway Airlines-ი სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისთვის ემზადება

02, ივლისი, 2021

Myway Airlines-ი ავიაპარკს აფართოებს და სამგზავრო ავიარეისებთან ერთად სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისთვის ემზადება.
Boeing 737-700 ტიპის სატვირთო ხომალდი უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საჰაერო ხომალდის ვარგისობის სერტიფიკატის მიღების შემდეგ, ავიაკომპანია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სატვირთო ბაზრების დაფარვას გეგმავს.
Myway Airlines-ის სატვირთო ხომალდს 20.5 ტონის და 138 კუბმეტრის მუცულობის ტვირთის 5 000 კმ მანძილზე ტრანსპორტირება შეუძლია.
Myway Airlines -ი საქართველოში დაფუძნებული სრული მომსახურების ავიაკომპანიაა. კომპანია სრულად არის დაკომპლექტებული ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით.
📧სატვირთო ავიაგადაზიდვებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: info@mywayairlines.com

X