MYWAY AIRLINES

სერვისები

ავსტრიიდან სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 110 მოქალაქე დაბრუნდა

29, ივლისი, 2020

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად Myway Airlines-მა მორიგი სპეცრეისი შეასრულა. ვენა-თბილისის ავიარეისით სამშობლოში 110 ადამიანი დაბრუნდა.  მგზავრთა შორის იყვნენ საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ორსული ქალი.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი სპეციალური რეისი, ავიაკომპანიამ თვითღირებულებით შეასრულა.

X