MYWAY AIRLINES

სერვისები

ბურგასი - თბილისის სპეცრეისით სამშობლოში  საქართველოს 92 მოქალაქე დაბრუნდა

01, აპრილი, 2020

ავიაკომპანია Myway Airlines-მა ბულგარეთში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერული რეისი განახორციელა. სპეციალური რეისით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან, სამშობლოში საქართველოს 92 მოქალაქე დაბრუნდა.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანიამ სპეციალური რეისი თვითღირებულებით შეასრულა. 

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-მა ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით იხელმძღვანელა.

X