MYWAY AIRLINES

სერვისები

შეხვედრა საავიაციო უნივერსიტეტში

07, დეკემბერი, 2019

“Myway Airlines”-ის თანამშრომლებმა ახალი პროექტის „გზა ავიაციისკენ“ ფარგლებში საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. კომპანიის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და დასაქმების პერსპექტივებსა და კარიერაში წარმატების მიღწევის გზებზე ესაუბრნენ.

შეხვედრის ფარგლებში შერჩეულ 5 სტუდენტს, Myway Airlines ერთი დღით კომპანიაში უმასპინძლებს, სადაც მათ საშუალება ექნებათ ავიაკომპანიის მატერიალურ ტექნიკურ ბაზას გაეცნონ. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიაში დასაქმებულთა 15% სწორედ საავიაციო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

პროექტის ფარგლებში „გზა ავიაციისკენ“ Myway Airlines-ი არაერთი დისკუსიის, პრეზენტაციის და საგანმანათლებლო ექსკურსიის მოწყობას გეგმავს. პროექტის მიზანია ავიაციის სფეროს მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუდენტებში სასურველი მიზნის მისაღწევად, მოტივაციის გაზრდა.

X