MYWAY AIRLINES

სერვისები

Myway Airlines - მა რომის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო

28, ოქტომბერი, 2018

„მაივეი ეარლაინს“-მა თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. ქართული ავიაკომპანიის კუთვნილი ბოინგი 737-800, ლეონარდო და ვინჩის სახელობის აერპორტში უკვე დაეშვა. საინაუგურაციო რეისის პირველ მგზავრებს ავიაკომპანიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ქართული ავიაკომპანია რომის მიმართულებით რეგულარულ რეისებს კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს.

X