სერვისები
„მაივეი ეარლაინს’-მა უკრაინაში მოქმედ ტურ-ოპერატორებს და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა
08, ოქტომბერი, 2018
„მაივეი ეარლაინს’-მა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოში, უკრაინაში მოქმედ ტურ-ოპერატორებს და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ოთხ დღიანი ტურის ფარგლებში უკრაინელი ვიზიტორები, თბილისობის დღესასწაულს დაესწრნენ, იმოგზაურეს მცხეთა-მთიანეთის მხარეში და ანანური, გუდაური და ყაზბეგი დაათვალიერეს. სპეციალურად კიევიდან მოწვეული სტუმრებისთვის ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ის პრეზენტაციაც გაიმართა, სადაც უკრაინელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართველ კოლეგებს გასცნობოდნენ. ტურის მონაწილეებმა საქართველო დღეს დატოვეს.
აღმოაჩინეთ ჩვენი საუკეთესო შეთავაზებები !
გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი და გაიგე პირველმა ჩვენი სპეციალური შემოთავაზებების შესახებ!
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები, გთხოვთ შეამოწმოთ ელ-ფოსტა და დაგვიდასტუროთ გამოწერა