MYWAY AIRLINES

სერვისები

საინაუგურაციო რეისი თბილისი-კიევი-თბილისი

05, ოქტომბერი, 2018

„ეს ჩემი გზაა საქართველოში“ - ამ სლოგანით იწყებს “მაივეი ეარლაინს”-ი უკრაინის კიდევ ერთ ქალაქში ოპერირებას. ხარკოვის შემდეგ ახალ ქართულ ავიაკომპანიას კიევის აეროპორტმა უმასპინძლა. საინაუგურაციო რეისი 5 ოქტომბერს კიევის დროით 13:00 საათზე შესრულდა. წყლის ჭავლით მისალმების შემდეგ ქართველმა მფრინავებმა ხომალდიდან უკრაინის და საქართველოს დროშები გამოფინეს.

ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ბორისპოლის აეროპორტში შეკრებილ სტუმრებს საკუთარი გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ავიაკომპანიის ენეჯერის ნატალია სვილეს განცხადებით, თავდაპირველად ავიაკომპანია თბილისი - კიევი -თბილისის რეისებს კვირაში ორ სიხშირით შეასრულებს. ორშაბათს და პარასკევ დღეს 24 ოქტომრიდან მესამე სიხშირე - ოთხშაბათიც დაემატება.

„კიევი უკრაინის მეორე ქალაქია სადაც „მაივეი ეარლაინს“-ი დაფრინავს, ჩემთვის სიმბოლურია, რომ ჩვენმა კომპანიამ მისი პირველი რეგულარული რეისი სწორედ ამ ქვეყანაში, შეასრულა. თბილისიდან და ბათუმიდან რეგულარული ფრენები ხარკოვში ჯერ კიდევ ივნისის თვეში დაიწყო“- აცხადებს სვილე.

თბილისსა და კიევს შორის ფრენები ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე „მაივეი ეარლაინს“-ი მომხმარებელს განსაკუთრებულ სერვის სთავაზობს. ყველას ვისაც თხილამურზე სრიალი და ზოგადად სპორტი უყვარს დღეიდან საყვარელი სპორტული ინვენტარის თვითმფრინავით უფასოდ წაღება შეუძლია.

ბილეთის ფასში, 25 კილო ჩასაბარებელ ბარგთან ერთად 10 კილო ხელბარგი და კვება შედის. უგემრიელეს კერძებთან ერთად ქართული ავიაკომპანია მგზავრებს ქართული ღვინითაც მასპინძლობს.

„მაივეი ეარლაინსი“-ს დელეგაციაში, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა. მხარეებმა კიევსა და თბილის შორის დამატებული ახალი რეგულარული ფრენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს სიახლე ორ მეგობარ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, საინაუგურაციო რეისს, საქართველოს გასაცნობად, უკრაინიდან ტურისტული სააგენტოების და მედიისგან შემდგარი 20 კაციანი ჯგუფი ეწვევა. საინფორმაციო ტურის მონაწილეები უქმეებს თბილისობის დღესასწაულზე გაატარებენ და ყაზბეგსა და გუდაურს მოინახულებენ.

„მაივეი ეარლაინს“-ი საქართველოში დაფუძნებული სრული მომსახურების ავიაკომპანიაა. ამჟამად ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებთან ერთად ჩარტერულ რეისებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. კიევის შემდეგ რიგშია რომი და ბუდაპეშტია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში „მაივეი ერალაინს“-ი ფრენებს 28 ოქტომბრიდან იწყებს.

X