MYWAY AIRLINES

სერვისები

Myway airlines თელ-ავივის მიმართულებით რეგულარულ მიმოსვლა დაიწყო

30, ივნისი, 2018

ავიაკომპანია Myway airlines თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ მიმოსვლა დაიწყო. თბილისის-თელავივის პირველ მგზავრებს, ავიაკომპანიამ მხატვარ ვანო ფირცხალაიშვილის მიერ შექმნილ კომპოზიციაზე სამახსოვრო ჩანახატი გადასცა. პირველ მომხმარებლებს საჩუქრად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ თემატური ბროშურაც გადაეცათ. „საქართველო ებრაელი მოგზაურთათვის“ - საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არსებული სინაგოგებისა და ებრაელთა ისტორიის მუზეუმის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

საინაუგურაციო რეისს , თელ-ავივის ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლებთან ერთდ, ისრაელში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ უმასპინძლა.

TAL ავიაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ორ ქვეყენას შორის დანიშნული რეგულარული ფრენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიდეონ ტალერის განცხადებით მგზავრთა ნაკადი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ფრენების სიხშირეს გაზრდის.

Myway airlines-ი ფრენებს კვირაში 3 სიხშირით, ორშაბათს ხუთშაბათს და კვირას ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

X