სერვისები
საინაუგურაციო ფრენა ხარკოვის მიმართულებით
14, ივნისი, 2018
Myway Airline -მა თბილისიდან და ბათუმიდან ხარკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო.
საინაუგურაციო რეისს ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმოდ დახვდნენ. ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორის ვლადემირ ვასილჩენკოს განმარტებით, ახალი რეისების დანიშვნა საქართველო-უკრაინას შორის ისედაც მჭიდრო ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს.
“ჩვენს სახელმწიფოებს ბევრი რამ აკავშირებს და იმედი ეს რეისები კიდევ უფრო პოპულარული გახდება. თბილისი ძალიან კარგი ქალაქია, ის არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს დედაქალაქი. თბილისი ეს არის ქალაქი, საიდანაც სომხეთსა და აზერბაიჯანში მოხვედრა მარტივია. მოხარულები ვართ, რომ Myway Airlines-მა ხარკოვის მიმართულება აირჩია და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს რეისები წარმატებული იქნება“, - განაცხადა ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორმა.
ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, Myway Airlines -ის ეკიპაჟმა ბორტზე, უკრაინის ბაზარზე ოპერირებად 50-მდე ტურისტულ სააგენტოსა და მედიის წარმომადგენელს უმასპინძლა, საინაუგურაციო რეისს დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „ტავ ჯორჯიას“, „საქაერონავიგაციის“, „აეროპორტების გაერთიანების“ პირველი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა დარგის სპეციალისტებს საავიაციო ბაზარზე ახალი ქართული ავიაკომპანიის გამოჩენა მიულოცა და “Myway Airlines“-ს წარმატებული ოპერირება და მგზავრებისათვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების გაწევა უსურვა.
მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისთვის, „ტავ ჯორჯიას“ კი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა Myway Airlines-ის კომერციულმა დირექტორმა. „დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მიმართულება საინტერესო და პოპულარული იქნება როგორც ქართველი ისე უკრაინელი მგზავრებისთვის.“,-განაცხადა იგორ აფციაურმა,
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართული საზეიმო ღონისძიების შემდეგ, უკრაინელი სტუმრებისთვის, Myway Airlines-მა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით, თბილისსა და ბათუმში გაცნობითი ხასიათის ორდღიანი ტური მოაწყო. Myway Airlines-მა უკრაინიდან მოწვეული სტუმრები, სამშობლოში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დააბრუნა.
Myway airlines თბილისი-ხარკოვი-თბილისის რეისს კვირაში 2 სიხშირით სამშაბათს და შაბათს ბოინგ 738 800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს,
კვირაში 2-ჯერ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება ფრენები ბათუმი-ხარკოვი-ბათუმის მიმართულებით, პირველი რეგულარული რეისი ზღვისპირა რეგიონში 13 ივნისს შესრულდა
აღმოაჩინეთ ჩვენი საუკეთესო შეთავაზებები !
გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი და გაიგე პირველმა ჩვენი სპეციალური შემოთავაზებების შესახებ!
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები, გთხოვთ შეამოწმოთ ელ-ფოსტა და დაგვიდასტუროთ გამოწერა