სერვისები
Myway Airlines-მა ევროპის მიმართულებით ფრენის უფლება მოიპოვა
26, ივნისი, 2018
ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ევროპის მიმართულებით ფრენების შესასრულებლად ემზადება. მიმართულებებს, რომელსაც ახალი ქართული ავიაკომპანია შეასრულებს, უახლოეს მომავალში დაანონსებს. არაევროკავშირის წევრი ქვეყნების ავიაკომპანიების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ ახალ ქართულ ავიაკომპანია Myway Airlines-ზე საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა გასცა. ავტორიზაციის საფუძველზე, ავიაგადამზიდავის უფლება მიენიჭა ერთი ცენტრალიზებული ნებართვით ოპერირება განახორციელოს EASA-ს წევრ ევროკავშირის 28 და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის 4 ქვეყანაში. ნებართვა ადასტურებს რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი სრულად შესაბამისობაშია საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს სტანდარტებთან. ევროპულ საავიაციო ბაზარზე ოპერირება Myway Airlines-ის კიდევ ერთი მიღწევაა, რომელიც ქვეყნაში ტურიზმის, ეკონომიკის და ავიაკომპანიის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
აღმოაჩინეთ ჩვენი საუკეთესო შეთავაზებები !
გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენი და გაიგე პირველმა ჩვენი სპეციალური შემოთავაზებების შესახებ!
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები, გთხოვთ შეამოწმოთ ელ-ფოსტა და დაგვიდასტუროთ გამოწერა